სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 5 824 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
სისტემური ადმინისტრატორი
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5824 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და სამინისტროსთვის მართვაში გადმოცემულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის განხორციელებაში;
ბ) მონაწილეობს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვასა და შესრულებაში;
გ) უზრუნველყოფს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული ქსელების, სერვერული ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და გამართულ ფუნქციონირებას;
დ) ახორციელებს საინფორმაციო უსაფრთხოების მექანიზმების ადმინისტრირებას, მომხმარებელთა წვდომების მართვასა და კიბერუსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს კომპეტენციის ფარგლებში;
ე) უზრუნველყოფს სერვისების კატალოგების ადმინისტრირებას, განახლებასა და მომხმარებელთა წვდომების მართვას;
ვ) მონაწილეობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საინფორმაციოსაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაში;
ზ) უზრუნველყოფს მონაცემთა რეზერვირების, აღდგენის, ინფორმაციული სისტემების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის ღონისძიებების განხორციელებას;
თ) ახორციელებს ტექნიკური პრობლემებისა და ინციდენტების იდენტიფიცირებას, აღრიცხვას, ანალიზსა და დროულ აღმოფხვრას, ასევე საინფორმაციო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უწყვეტ მონიტორინგს;
ი) მონაწილეობს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების, ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების მომზადებაში;
კ) უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებთან ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხო ურთიერთგაცვლის ტექნიკურ მხარდაჭერას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სხვა საქმიანობას.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების და/ან კომპიუტერული ინჟინერიის და/ან ეკონომიკური ინფორმატიკის ან/და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან/და ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ბიზნესის მართვის და/ან ეკონომიკური ან/და ინფორმატიკის მიმართულებებით;
სავალდებულო პროფესიული ცოდნა:
- Microsoft ვირტუალურ მანქანების კონფიგურაცია, სარეზერვო ასლების შექმნის გამოცდილება - Veritas, SCDPM;
- iSCSI ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
- DNS სერვერთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- ფაილების გაცვლის უფლებების კონტროლი და მართვა (NTFS File Permission, Share Permission), ასევე ფაილსერვერთან მუშაობის გამოცდილება;
- VPN - კავშირის ცოდნა და გამოცდილება;
- Ftp - სერვერთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Exchange 2013-2016-ის ინსტალირება გამართვა კლასტერიზაცია, რეზერვული ასლების შექმნა, კონტროლი (Microsoft Exchange Servers Clustering, Edge Server, Active Sync, Outlook Anywhere) და აღნიშნულთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებთან ადმინისტრირების გამოცდილება;
- ქსელის ადმინისტრირების (Network Administrator) გამოცდილება;
- VoIP ტლეფონების სისტემების ადმინისტრირების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (Asterisk Server,Kerio Operator);
სავალდებულო კომპიუტერული პროგრამები (ძალიან კარგი):
- კომპიუტერული სისტემები: SharePoint, Project Server, AD, DNS, Group Policy, DHCP, FTP, IIS, RA, RDS,FSRM, DFS, Data Deduplication, WDS, WSUS, Hyper-V(CSV), Lync, Exchange (DAG), SCCM, SCOM, SCVMM, SCO, SCDPM, Veritas Backup Exec;
- Microsoft- ის სერვერული ოპერაციული სისტემების ცოდნა - Windows Server 2012 R2 და ზევით;
- Active Directory-ის ცოდნა და პოლიტიკის შემუშავება, (GPO) ჯგუფების და მომხმარებლების მართვა;
- პროგრამის ORIS Manager - ისა და მონაცემთა აღრიცხვის შესაბამისი სისტემების ადმინისტრირება,მონაცემთა არქივაცია - აღდგენა, განახლებების ინსტალაცია;
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით - 2 წელი.
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
