სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის გეოსაინფორმაციო სისტემებისა და აეროგადაღების ადმინისტრირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 5 824 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სისტემური მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტის გეოსაინფორმაციო სისტემებისა და აეროგადაღების ადმინისტრირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და მისთვის მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობა, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვა, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელება, სახელმწიფო სერვისების განვითარება და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაცია, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირება და განვითარება სამინისტროს სისტემაში.
კატეგორია:
სისტემური ადმინისტრატორი
განცხადების ბოლო ვადა:
01.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
5824 ლარი
ადგილების რაოდენობა:
3
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) უზრუნველყოს გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS), გეოსივრცითი პლატფორმების, სერვისებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება;
ბ) უზრუნველყოს გეოსივრცითი მონაცემების ადმინისტრირება, დამუშავება, შენახვა, განახლება და ხელმისაწვდომობა;
გ) განახორციელოს GIS ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და პროგრამული კომპონენტების მონიტორინგი, ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია;
დ) მონაწილეობა მიიღოს გეოსაინფორმაციო სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების, მომხმარებელთა წვდომების მართვაში, მონაცემთა დაცვა, რეზერვირებასა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაში;
ე) განახორციელოს გეოსაინფორმაციო სისტემებში არსებული ტექნიკური პრობლემებისა და ინციდენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და აღმოფხვრა;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გეოსაინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების, ტექნიკური დავალებების, სტანდარტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში;
ზ) უზრუნველყოს გეოსაინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაციის უსაფრთხო ურთიერთგაცვლის ტექნიკურ მხარდაჭერა;
თ) მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე GIS ტექნოლოგიების, პლატფორმებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვასა და განვითარებაში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სხვა საქმიანობა.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ”;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი;
- ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვიოთი და აგროსერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 7 ივლისის №2-282 დადგენილება;
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვაკე-საბურთალო / მარშალ გელოვანის გამზ. N32გ / 0159
საკონტაქტო ტელეფონები:
555502092
საკონტაქტო პირი:
მარიამ დანელია - საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სპეციალისტი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
გეოინფორმაციული სისტემები და/ან გეოგრაფია და გეოლოგია და/ან გამოყენებითი გეოდეზია და/ან გეოდეზია და გეოინფორმატიკა და/ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და/ან ბიზნესის ადმინისტრირება და/ან ტელეკომუნიკაცია და/ან საინჟინრო მეცნიერებები და/ან კარტოგრაფიის მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით - 2 წელი
უცხო ენები:
სასურველი - რუსული B2.
სავალდებულო პროფესიული ცოდნა:
- Arc GIS ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- Active Directory-ის (GPO) ჯგუფების და მომხმარებლების მართვა;
- ფაილების გაცვლის უფლებების კონტროლი და მართვა (NTFS File Permission, Share Permission), ასევე ფაილ სერვერთან მუშაობის გამოცდილება;
- VPN - კავშირის ცოდნა და გამოცდილება;
- Ftp - სერვერთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებთან ადმინისტრირების გამოცდილება;
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორგანიზაციის, თანამდებობისა და პერიოდის მითითებით დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მიხედვით);
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 10 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 6 ქულისა;
- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iteasa.gov.ge.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
