სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 480 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სახალხო დამცველის აპარატი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.
აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
25.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4480 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- დეპარტამენტის თემატიკას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საქმეებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის თაობაზე საჩივრების/განცხადებების შესწავლა;
- დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებული პირების (ან მათ შესახებ სხვა პირთა მიერ წარდგენილი) საჩივრების/განცხადებების შესწავლა ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე;
- დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა, უფლებადარღვევის, სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო უფლებების დარღვევის შესახებ ან დეპარტამენტის თემატიკას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, საქმის შესწავლის დაწყება საკუთარი ინიციატივით;
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შედგენა ან სხვა ფორმის რეაგირებების განხორციელება;
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი აქტების პროექტების მომზადება. აღნიშნული მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენის შემთხვევაში, სასამართლოს მოწვევით და აპარატის ხელმძღვანელობის დავალებით სასამართლო პროცესზე დასწრება და ზეპირი განმარტების მიცემა;
- დეპარტამენტის უფროსის დავალებით სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის შესაბამისი თავების პროექტ(ებ)ის მომზადება;
- დავალების შესაბამისად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საქმეების შესწავლა და ანალიზი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და ტენდენციების გამოვლენის მიზნით; შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის არსებული მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და შესაძლო სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება; ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის უფროსთან/უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური, სპეციალური ან/და პერიოდული ანგარიშების პროექტების მომზადება;
- დავალების შესაბამისად, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის (ფემიციდის), მკვლელობის მცდელობის (ფემიციდის მცდელობის), თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სხვა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების საქმეების შესწავლა და ანალიზი; შესწავლილი საქმეების საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის არსებული მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება და შესაძლო სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება; ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის უფროსთან/უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიური, სპეციალური ან/და პერიოდული ანგარიშების პროექტების მომზადება;
- დაკავების, პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო და მატერიალური უფლებების შელახვის ან სისტემური დარღვევის გამოსწორების ან პრევენციის მიზნით სპეციალური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა დავალების შესაბამისად. სპეციალური ანგარიშების პროექტების მომზადების მიზნით შესაბამისი შეხვედრების გამართვა, კვლევა და ანალიზი;
- შემუშავებული რეკომენდაციის/გადაწყვეტილების საფუძვლიანი დასაბუთება/არგუმენტირება;
- ინდივიდუალურ უფლებადარღვევებზე რეაგირების ფარგლებში და სპეციალურ ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობის თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელისათვის/მოადგილისთვის წინადადებების წარდგენა; საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების გამართვა უწყებებთან, მათი მოსაზრებების მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის კორექტირება ან დამატებითი მოკვლევის ჩატარება;
- სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო უფლებების სისტემური დარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით შეხვედრები სახელმწიფო უწყებებთან;
- სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ეფექტიანი რეაგირება;
- დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის და კანონპროექტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სარჩელის/სასამრთლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენის მიზნებისთვის, ნორმატიული აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკითხის ინიცირება დეპარტამენტის უფროსთან/მოადგილესთან;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ თემებზე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით;
- დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის დროულად მონახულება შესაბამის დახურულ დაწესებულებაში;
- ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი ოქმის საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის/უფროსის მოადგილის ინფორმირება;
- განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით რეესტრის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
- დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებადარღვევის საქმეების შეფასება და საქმისწარმოების წესების დაცვით დროული რეაგირების განხორციელება;
- განსახილველ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მხარეების გამოვლენა, გამოვლენილ მხარეებთან კომუნიკაციის სისტემურად წარმართვა;
- საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და საჭირო ინფორმაციის მოძიება და გამოთხოვა სხვადასხვა უწყებებსა და დაწესებულებებიდან;
- სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, აპარატის ხელმძღვანელობისთვის, დეპარტამენტის უფროსისათვის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისთვის განსახილველ/განხილულ საქმეებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის წინაშე წინადადებების წარდგენა;
- დადგენილი წესის შესაბამისად და დეპარტამენტის უფროსთან/მოადგილესთან შეთანხმებით, შეხვედრების გამართვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, მათთან გამართულ შეხვედრებზე დასწრება იმ საკითხების გარშემო, რომელიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან;
- სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მივლინებაში გამგზავრება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;
- სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციური მიმართულებების ერთეულებთან თანამშრომლობა;
- აპარატის ხელმძღვანელობის თანხმობით, კომუნიკაციის დამყარება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
- სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდება სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
- ყოველთვიურად ანგარიშის მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ და დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება;
- საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესითა და სხვა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება;
- პირადად მომზადებული შიდა დოკუმენტაციის ხელმოწერა;
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“;
- საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კანონის „პენიტენციური კოდექსი“;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმები;
- „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
- წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
- კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;
- ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია;
- ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია;
- ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია;
- „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კანონი ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ირაკლი ფაღავას ქუჩა N6, ავლაბარი
საკონტაქტო ტელეფონები:
(+995) 598 84 53 62
საკონტაქტო პირი:
ხატია მელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს მოეთხოვება:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტების ცოდნა;
- სამართლებრივი და აკადემიური წერის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე: წერითი უნარები B2; მეტყველება B2).
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დადგენილი წესით გაცემული დიპლომი ან/და ცნობა);
- იურიდიული მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი (შესაბამისი ორგანიზაციის მიერ, დადგენილი წესით გაცემული ცნობა ან/და შრომის წიგნაკი - სრული და კითხვადი ჩანაწერებით, ქართულ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი.
წერითი დავალება შეფასდება 5 ქულიანი სისტემით; ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც წერითი დავალების შეფასების შედეგად 5 ქულიდან მიიღებენ, სულ მცირე, 3 ქულას. ამასთან, წერითი დავალების შედეგების ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპის შედეგებთან დაჯამება არ ხდება. კონკურსის ეტაპები შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად.
პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით.
კანდიდატმა საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - vacancy.hr.gov.ge. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები/დოკუმენტები არ განიხილება კონკურსის ფარგლებში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ:
- საკუთარი საქმის პროფესიონალი, პროაქტიული, იდეალისტი/მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, კეთილსინდისიერი, პრინციპული, საერთო მიზნით გაერთიანებული თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- ტოლერანტულ, ემპათიურ, მეგობრულ, სამართლიან სამუშაო გარემოს;
- აზრის გამოთქმის თავისუფლებას და დასაქმების სტაბილურობას;
- პოლიტიკურ და პროფესიულ თავისუფლებას;
- პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში ქულათა სისტემით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
