შშმ პირის პერსონალური ასისტენტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 11 ნოე
- ანაზღაურება
- 600–1 500 ₾
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მისამართი
- თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
"ხელი ხელს" აცხადებს შშმ პირების პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას?
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერა მის ბუნებრივ გარემოში;
- ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება)
- ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.
ანაზღაურება:• პრაქტიკა 20 საათი - არაანაზღაურებადი
- სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში;
- უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
- ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.
სამუშაო გრაფიკი:
- მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით;
- შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.
სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
- საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში;
- პროფესიულ გადამზადებას/ ტრენინგებს;
- რეგულარულ სუპერვიზიას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 551 35 05 04 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: gilashvilin@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 600 - 1500
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
