შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის დარგობრივი რეგულირების სამმართველოს უფროსი
- ანაზღაურება
- 4 960 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის დარგობრივი რეგულირების სამმართველოს უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ:
შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
15.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
4960 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
სამუშაო ადგილებზე (სამედიცინო სექტორში) „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილების ფარგლებში, ინსპექტირების განხორციელების უზრუნველყოფა;
სამუშაო ადგილებზე (სამედიცინო სექტორში) შრომის მინიმალური ანაზღაურების ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო ადგილებზე გეგმიური/არაგეგმიური ინსპექტირების პროცესის უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, გეგმურად შესამოწმებელი ობიექტების ნუსხის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, მთავარი შრომის ინსპექტორის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ინსპექტირების განხორციელების უზრუნველყოფა;
„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ინსპექტირების განხორციელების უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების/საჩივრების განხილვისა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომითი უფლებების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებში, მათ შორის, ინსპექტირებებში ჩართულობა;
საქმიანობის სფეროში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფა;
კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება და სამმართველოს მიერ გეგმის შესრულების კონტროლი;
კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვა, შემუშავება და მართვა;
კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
სტრუქტურულ ერთეულში შემოსული/სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული კორესპონდენციის განხილვა, ვიზირება ან/და ხელმოწერა;
სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება, მათი კოორდინირება და შესრულების კონტროლი;
სტრუქტურული ერთეულის განვითარებასთან/საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების/ინიციატივების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
სამმართველოს საჭიროების ფარგლებში, მატერიალური რესურსების სწორი და ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველყოფა;
თანამშრომელთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ უკუკავშირის უზრუნველყოფა, საქმიანობის დროული შეფასება და საქმიანობის გაუმჯობესების გზების დასახვა;
თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოტივირება, წახალისების ან/და საჭიროებისამებრ დისციპლინური ღონისძიებების გატარების ინიცირება;
კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების ესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 112 დადგენილება;
- „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილება;
- „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება;
- „შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის №01-10/ნ დადგენილება;
- „სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 08 აგვისტოს №291 დადგენილება;
- „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 08 აგვისტოს №292 დადგენილება;
- „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება;
- „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01-133/ნ ბრძანება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულება“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანება;
- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. №15ა
საკონტაქტო ტელეფონები:
1575
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება (ხანგრძლივობა/სფერო): შრომის უფლებების, იურიდიულ, ზედამხედველობის, აუდიტის ან/და ჯანდაცვის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება და საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
განათლების ხარისხი: მაგისტრი;
უცხო ენა: ინგლისური (წერა/მეტყველება) / ცოდნის დონე - B2.
კომპეტენციები და უნარები:
- შედეგზე ორიენტირებულობა
- მოქნილობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ინიციატივის გამოჩენა/პროაქტიულობა
- დროის მართვისა და საქმიანობის დაგეგმვის უნარი
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის, თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
- თანამშრომლის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
- პროექტების მართვისა და განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
- კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა:
- ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);
- ატვირთოს განაცხადში მითითებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ), რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ შესაბამის სფეროში დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ;
- ქართულ ენაზე შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა (რომელშიც მითითებული უნდა იყოს როგორც ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე, ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს არანაკლებ 1 (ერთი) რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
- მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.
- კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
-კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებისა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კანდიდატებს ეცნობებათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
