შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-18:00
- მთავარი მოთხოვნა
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის დაცვის კონტროლი;
- სამუშაო ადგილებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება, რისკების შეფასება, საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენციული/მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- თანამშრომელთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება;
- უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების აღრიცხვა, მიზეზების მოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- დროებითი სამუშაოებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე (სამშენებლო სფერო);
- სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
- ადგილობრივი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა;
- MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

