შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 170 ₾
- მისამართი
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი "აისი"
ორგანიზაციის შესახებ:
კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება. კოლეჯი „აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. სასწავლო პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ, აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებსა და მსმენელებს ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში. კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კოლეჯის მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.
კატეგორია:
შრომის უსაფრთხოება
განცხადების ბოლო ვადა:
06.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1170 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯში შრომის პირობების ინსპექტირება;
კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/ შესრულების კონტროლი;
კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთანდაკავშირებით წინადადებების ინიცირება და დირექციასთან წარდგენა;
შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლოცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კოლეჯის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
ქვეყანაში არსებული სტანდარტის შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაშიმოყვანის უზრუნველყოფა;
კოლეჯის თანამშრომლების კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კოლეჯისსაქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
კოლეჯში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
კოლეჯში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
პირველადი დახმარების ყუთების განთავსება და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე; ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
დირექციის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ;
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი";
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი; სსიპ კოლეჯი ,,აისი"
საკონტაქტო ტელეფონები:
577557150
საკონტაქტო პირი:
მალხაზი ასლამაზაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
პირს უნდა ქონდეს აკრედიტებულ ორგანოში მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი;
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- საქმისადმი ერთგულება (კონფიდენციალობა);
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თვითგანვითარების უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
აუცილებელია კანდიდატმა:
- განათლების გრაფაში ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს "სამოტივაციო წერილის" ველი.
-კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, არასრულად ექნება მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატებს ნებისმიერი (დადებითი/უარყოფითი პასუხი) ინფორმაცია ეცნობებათ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
- წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი ,,აისი“ , პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ქულათა სისტემის საშუალებით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.

