შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი (ოფისში)
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · კომფორტულ სამუშაო გარემოს · მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სრული აღწერა
SMG — შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეს უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების, HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.
ვაკანსია - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
საქმიანობის აღწერა:
შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ნორმების მიხედვით;
საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკის შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
სწავლების/ინსტრუქტაჟების ორგანიზება და ჩატარება შრომის უსაფრთხოების საკითხებში;
უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ობიექტის რეგულარული შემოწმება და ინსპექტირება;
ინციდენტების მოკვლევა, სტატისტიკის წარმოება და პრევენციის ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი რეაგირება;
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
- აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
- უცხო ენები: ინგლისური (სასურველია)
კომპანია გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო ადგილი: თბილისი (ოფისში)
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

