შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი; 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
- საინჟინრო სისტემების პროექტირება.
- საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ხელსაწყოებისა და ხარაჩოების უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმება და შემოწმების აქტების წარმოება;
- ობიექტზე დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქტაჟისა და სწავლების ჩატარება;
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- გამოვლენილი დარღვევებისა და რისკების შესახებ შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- რისკების შეფასების დოკუმენტის განახლება და ყოველ 10 დღეში შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან შესაბამისი დიპლომის ფლობა;
- 2-3 წლამდე გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
- სასურველია ექსელის ცოდნა;
- გამოცდილება სასურველია, ასევე განიხილება კურსდამთავრებულებიც.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი; 10:00-18:00
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
