შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- 3 500 ₾
- ქალაქი
- გორი
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
სრული აღწერა
კომპანია რედლანერი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ გორში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: გორი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: 3 500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ადმინისტრირება და მონიტორინგი;
- სამუშაო სივრცეების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება;
- პროფესიული რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
- თანამშრომელთა ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების ჩატარება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
- გამოვლენილ შეუსაბამობებზე რეაგირება და მათი აღმოფხვრის მონიტორინგი;
- სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა;
- პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი აკრედიტებული პროგრამის სერტიფიკატი;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი — აუცილებელია.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

