შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00
- მისამართი
- აღმაშენებლის ხეივანი #100, დიღომი, თბილისი
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სრული აღწერა
"BAIC საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე.
"BAIC საქართველო" - საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. BAIC დაარსდა 1958 წელს ჩინეთში, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, SUV-ებსა და ელექტრომობილებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
დეპარტამენტი: კომერციული დეპარტამენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00.
ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი #100, დიღომი, თბილისი.
ფუნქციები:
- საავტომობილო ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება მომსახურების სტანდარტების დაცვით და მათი საჭიროების განსაზღვრა;
- ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების და ფასების შესახებ შემოსულ სტუმრებთან ინფორმაციის გაზიარება;
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი ინფორმაციის გაზირება და ზარის გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
- შოურუმში შემოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და წყლის ან ყავის/ჩაის შეთავაზება;
- ციფრული არხების საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
- მომხმარებლების ჩაწერა სერვისზე, ჯავშნის დეტალების გაზიარება SMS შეტყობინების სახით და დღის განრიგის მონიტორინგი;
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათი უკუკავშირის მოსმენა, ინფორმაციის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- გაყიდვებთან და სერვისთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების და სტენდების სისწორის კონტროლი და მათ დროულად განახლებაზე ზრუნვა;
- ბრენდირებული აქსესუარების შოურუმში პრეზენტაციაზე ზრუნვა და ახალი კოლექციის მიღების შემთხვევაში, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარებაზე ზრუნვა (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის მიმართულებასთან, ფოტოსესიის ორგანიზება, პერიოდული აქციების ინიცირება);
- საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო აქსესუარების და სერვისის ღირებულების გადახდისას, საბანკო ტერმინალზე თანხის გატარება;
- პერიოდული შიდა აუდიტისთვის მომზადება და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის ბრენდის და კომპანიის სტანდარტებზე მორგება;
- ყოველდღიური საოფისე ოპერაციებისთვის მცირე შესყიდვების განხორციელება (მაგალითად, საკანცელარიო მარაგის შევსება, სტუმრების ლაუნჯისთვის და თანამშრომლების საერთო სივრცეებისთვის პროდუქციის შესყიდვა);
- საავტომობილო ცენტრში სისუფთავის, გამწვანების, გათბობა-გაგრილების წესრიგში მუშაობის მონიტორინგი.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
- მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@baicgeorgia.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "ნოვკომ"-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ნოვკომ"-ის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
შპს "ნოვკომ"-ი თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

