სამერი ჯგუფიშოურუმის გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ოქტბოლო ვადა: 3 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00
სრული აღწერა
„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ:
- „სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“?
- ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
- იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
- ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
- გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
- მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
- იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;
პოზიციის შესახებ
- პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა
- კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა
- განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით
- შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება
- თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება
- კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე
- რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია
მოთხოვნები
- გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი)
- კარ-ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
- სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი)
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელი)
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი
- ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
პიროვნული თვისებები
- კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური
- სწრაფად ადაპტირებადი
- შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში
- კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი
პირობები
- ანაზღაურება: 2 000 ₾ +
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შოურუმის გაყიდვების მენეჯერი“
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
