შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში მორიგე ექიმი
სრული აღწერა
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში მორიგე ექიმის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შინაგანი სნეულებების პროფილით.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, კომპანიის მიერ დანერგილი გაიდლაინებისა და სტანდარტების დაცვით;
- დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პაციენტზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მორიგე-ოთხ დღეში ერთხელ 16 საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია
თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



