შიდა უსაფრთხოების მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ლილო
- სამუშაო გრაფიკი
- სტანდარტული 5/2, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
- გამოცდილება
- მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში (მსგავს პოზიციაზე)
სრული აღწერა
"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- დარაჯის / დაცვის თანამშრომლების მუშაობის კონტროლი და ზედამხედველობა;
- ვიდეოკამერების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში, კამერების დამატება, შეკეთება და განახლება (სერვის კომპანიის მეშვეობით);
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა ტიპის მოწყობილობების დამატება და მათი ექსპლუატაციის კონტროლი;
- მჭიდრო თანამშრომლობა შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან;
- მენეჯერთან ერთად დეპარტამენტის სრულყოფილი მზადყოფნისა და გამართულობის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებისთვის;
- გაცემული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების პროცესის განხორციელება და IT სერვისის მომწოდებელ კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- კომპანიაში უსაფრთხოების სისტემის ამაღლების მიზნით შიდა პოლიტიკების, წესებისა და ღონისძიებების დანერგვა / ჩატარება;
- კონფლიქტური სიტუაციების ოპერატიული მართვა;
- შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში (მსგავს პოზიციაზე).
- ტექნიკური უნარები: ვიდეომეთვალყურეობის, დაშვებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემების მუშაობის პრინციპების კარგი ცოდნა.
- კანონმდებლობა და სტანდარტები: შრომის უსაფრთხოებისა და შიდა უსაფრთხოების ძირითადი რეგულაციების ცოდნა.
- ენები: ქართული (სავალდებულო), რუსული ან ინგლისური (სასურველია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის).
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ლილო
- სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 5/2, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
- ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@poladissakhli.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ, შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით, 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: iuristi@poladissakhli.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14).
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
