შიდა მომარაგებისა და საწყობის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- მისამართი
- ქ.თბილისი, გუდაუთის ქუჩა #7
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
სრული აღწერა
02-11-2026 - 03-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - ფიქსირებული 1400 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
- სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, გუდაუთის ქუჩა #7.
ფუნქციები და მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);
- საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შიდა მომარაგებისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

