შიდა კურიერი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მთავარი მოთხოვნა
- დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა
- მისამართი
- ქ. თბილისი (დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა)
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ცვლებში: I ცვლა - 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00-22:00 სთ
სრული აღწერა
01-10-2026 - 01-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შიდა კურიერს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: I ცვლა - 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00-22:00 სთ;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;
- ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 250 ლარი;
- მობილური ლიმიტი.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- Dressup.ge-ზე, ონლაინ გაყიდული პროდუქციის მაღაზიებიდან სერვის ცენტრში მიტანის უზრუნველყოფა;
- საკანცელარიო და სხვადასხვა ტიპის მასალების/დოკუმენტების კომპანიის მასშტაბით (მაღაზიები, ოფისი) მიტანისა და გადანაწილების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკურიერო საქმეებზე გადაადგილება ხელმძღვანელის მითითებით;
- პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება.
შენგან კი დაგვჭირდება:
- აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - "Dressup.ge".
"Dressup.ge" - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შიდა კურიერს.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

