შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 6 თვე
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შიდა კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებში ვადების დაცვის მონიტორინგი;
- აღსრულების დამაბრკოლებელი ზოგადი და ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების ან ფორმალური მიზეზების კვლევა და ანალიზი, მათი შემდგომი აღმოფხვრის შესაძლებლობების დადგენის მიზნით;
- დარღვევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით, ვადების დარღვევის ანალიზისათვის საჭირო სისტემის გამართვა, ანალიზის მეთოდებისა და მიდგომების ჩამოყალიბება/განახლება;
- დარღვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ინფორმაციის მოძიება;
- ვადების დაცვის ხარისხის დადგენის მიზნით საქმეების შერჩევით გაცნობა;
- ვადების დარღვევის გამოვლენილ მიზეზებსა და შემთხვევებზე პერიოდული ანგარიშის მომზადება, ასევე დარღვევების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
•კომპეტენციის საქმიანობის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მხრიდან კანონმდებლობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებებისა და ნებისმიერი შიდა აქტის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება;
- კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების დისციპლინისა და საქმიანობის კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა შემოწმებისა და დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, აგრეთვე გამოვლენილი ფაქტების ანალიზის გზით;
- კომპეტენციის ფარგლებში ვადების დარღვევების შემთხვევების პრევენცია;
- კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
6 თვე
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 28 ოქტომბერის №1257 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ";
- "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესი".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N99
საკონტაქტო ტელეფონები:
2721118 (2140)
დამატებითი მოთხოვნები:
- საჯარო სექტორში იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ექვსთვიანი გამოცდილება;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა:
- სამოტივაციო წერილის გრაფის შევსება;
- არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითება (რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა);
- განათლების ველში განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კონკურსის ეტაპების ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს ეცნობებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
