შიდა აუდიტორი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის ქუჩა
სრული აღწერა
03-11-2026 - 06-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ნუტრიმაქსი 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ცხოველთა კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას. კომპანია აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ წარმოების პროცესს.
ნუტრიმაქსის პროდუქციის პორტფელი მოიცავს გადაწყვეტილებებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველების კვების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
2026 წლის მაისიდან ნუტრიმაქსი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსით. ამავე პერიოდში კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე წარმატებით განახორციელა საჯარო ობლიგაციებისსადებიუტო ემისია.
კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი კორპორაციული მართვის სისტემა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისპრინციპებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: www.nutrimax.ge
ნუტრიმაქსი აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
შიდა აუდიტორი დამოუკიდებლად და ობიექტურად აფასებს კომპანიის რისკებს, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას, მათ შორის დამტკიცებულ პოლიტიკებთან შესაბამისობას. იგი ავლენს მნიშვნელოვან რისკებსა და ხარვეზებს, შეიმუშავებს გაუმჯობესების რეკომენდაციებს და აუდიტის კომიტეტსა და სამეთვალყურეო საბჭოს აწვდის დამოუკიდებელ შეფასებებს.
დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტორს უნდა ჰქონდეს უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა აუდიტის კომიტეტთან და წვდომა აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციაზე, დოკუმენტებსა და თანამშრომლებთან.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის ქუჩა
სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი | 09:30 – 17:30
ანაზღაურება: 3 000 ლარი (NET.)
ანგარიშვალდებულება: აუდიტის კომიტეტი და სამეთვალყურეო საბჭო
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- რისკების შეფასება და შიდა აუდიტის წლიური გეგმის შემუშავება, აუდიტის კომიტეტთან კონსულტაციით;
- კომპანიის ფინანსური, საწარმოო და საოპერაციო პროცესების (მათ შორის შესყიდვების, მარაგების, თვითღირებულების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის) აუდიტი და დასაბუთებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- შიდა კონტროლის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისათვის წარდგენა;
- რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი შეთანხმებული ვადებისა და პასუხისმგებელი პირების გათვალისწინებით;
- აუდიტის კომიტეტისთვის შედეგების რეგულარული წარდგენა და წლიური შეფასების მომზადება;
- გარე აუდიტორთან და თემატური აუდიტების შემსრულებელ გარე ექსპერტებთან კოორდინაცია, საჭირო გარე ექსპერტიზის განსაზღვრა და აუდიტის კომიტეტისთვის რეკომენდაციის წარდგენა;
- მხილების სისტემით შემოსული ფაქტების წინასწარი შეფასება და შესაბამისი მანდატის ფარგლებში მოკვლევაში მონაწილეობა;
- ახალი პროცესებზე საკონსულტაციო რეკომენდაციების გაცემა დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულო
- უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი) ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლის გამოცდილება შიდა ან გარე აუდიტში, შიდა კონტროლის ან რისკების მართვის სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
სასურველი
- CIA (Certified Internal Auditor) - შიდა აუდიტორის მთავარი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან მისი მოპოვების პროცესში ყოფნა;
- ალტერნატივად: ACCA ან CPA სერტიფიკატი (სრული ან ნაწილობრივი);
- საწარმოო ან სწრაფად ბრუნვადი საქონლის სექტორში აუდიტის გამოცდილება: შესყიდვები, მარაგების აღრიცხვა, თვითღირებულება, მიწოდების ჯაჭვი, გაყიდვები და დისტრიბუცია;
- გამოცდილება წამყვან აუდიტორულ კომპანიაში;
- დამოუკიდებლად ჩატარებული აუდიტების ან აუდიტორული პროექტების წარმართვის გამოცდილება;
- რუსული ენის ცოდნა.
უნარები:
- სისტემური აზროვნება და პროცესების შეფასების უნარი;
- შიდა კონტროლისა და რისკების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
- ანალიტიკური უნარები და მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- ანგარიშების მომზადებისა და აღმოჩენების მკაფიოდ წარდგენის უნარი;
- დამოუკიდებლობა, ობიექტურობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კანდიდატი არ უნდა იყოს დაკავშირებული კომპანიის მენეჯმენტთან, მფლობელებთან ან მათთან დაკავშირებულ პირებთან. თუ კანდიდატი ბოლო პერიოდში მუშაობდა იმ აუდიტორულ კომპანიაში, რომელიც Nutrimax-ის გარე აუდიტს ახორციელებს, ეს გარემოება ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით ცალკე უნდა შეფასდეს.
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან

ვაკასნიის შესახებ დეტეალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: განაცხადის შევსება
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება