შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
17.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების საჯარო მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლაში საჩივარ-განცხადების საფუძველზე, ამავე მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაში მონაწილეობა , შემოწმების შედეგების სამმართველოს უფროსისთვის წარდგენა;
- ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებების და წერილების განხილვა, მათ შორის, კანონიერების დაცვის კონტროლთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, ამავე მიზნით სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობა და შემოწმების შედეგების სამმართველოს უფროსისთვის წარდგენა;
- სათანადო ინფორმაციის/შეტყობინენის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეთა/ თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების შესწავლაში მონაწილეობა და შედეგების სამმართველოს უფროსისთვის წარდგენა;
- სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების ან მათი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა;
- სამმართველოს კვარტლიური და წლიური ანგარიშების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
- დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 17 სექტემბრის №449 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
- შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
12, ალ. ყაზბეგის გამზირი, 0160, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ტელეფონები:
593314196
საკონტაქტო პირი:
ეკატერინე ციმაკურიძე
დამატებითი მოთხოვნები:
განათლება:
მიმართულება სასურველი - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა/ეკონომიკა/არქიტექტურა და მშენებლობა/სამართალი
სამუშაო გამოცდილება:
ინსპექტირების ან/და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, მათ შორის, უსაფრთხოების/ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
ა) ანალიტიკური აზროვნება;
ბ) გუნდური მუშაობა;
გ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
დ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ე) საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ვ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის vacancy.hr.gov.ge მეშვეობით.
კანდიდატმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე - vacancy.hr.gov.ge სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საქართველოში აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში);
ბ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი). აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო სფეროს და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას.
აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი ვალდებულია, დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე, ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
კანდიდატი, რომელიც კონკურსის პირველ ეტაპს (კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) ვერ გაივლის, კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებს ინფორმაციას მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, ხოლო კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში – შეუსაბამობის მიზეზს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე შეფასება განხორციელდეს ქულათა სისტემით, რაც გულისხმობს მაქსიმალური 10 ქულითა და მინიმალური 0 ქულით შეფასებას. შეფასება განხორციელდება, როგორც ზეპირი დავალების, ისე - გასაუბრების.
კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
ზეპირი დავალებისა და გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, შესაძლოა, განხორციელდეს ზეპირი დავალებისა და გასაუბრების აუდიო ჩაწერა, კანდიდატის თანხმობით.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები, ასევე, დაესწრებიან უფლებამოსილი პირები.
მოხელის სტატუსის არმქონე პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი ვადით. მოხელის გამოსაცდელი ვადაა 12 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
