შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი
- ანაზღაურება
- 3 680 ₾
- ქალაქი
- ხონი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
პირველი რანგი - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ხონის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
13.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3680 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ხონი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- ხელმძღვანელობა სამსახურის საქმიანობაზე;
- დავალებების განაწილება თანამშრომლებზე;
- თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტების შემოწმება;
- სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- სამსახურის თანამშრომლებს შორის უფლება-მოვალეობის განაწილება და ზრუნვა თანამშრომელთა პროფესიული დონის ამაღლებაზე;
- შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადება და მონიტორინგის განხორციელება მათ შესრულებაზე;
- მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების სახის განსაზღვრა, შიდა აუდიტორული შემოწმების რაოდენობის განსაზღვრა;
- აუდიტორული ანგარიშის მომზადებაზე კონტროლი და აუდიტორული ანგარიშის წარდგენა მუნიციპალიტეტის მერისადმი;
- აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებაზე კონტროლი;
- დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის ანალიზისა და მომავლის ხედვის გათვალისწინებით შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური ითვალისწინებს სამსახურების მიერ ცალკეული დარგებსა და სფეროებში გამოთქმულ შენიშვნებს და დაშვებული რეკომენდაციების გაანალიზების საფუძველზე შემდგომში სახავს კონტროლის ისეთი სისტემების დანერგვას რომელიც ხელს შეუწყობს დაწესებულების მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას, წესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და განსახორციელებელი ამოცანების შესრულებაში;
- საბიუჯეტო სახსრების (სხვა შემოსულობების ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანონიერ, გამჭირვალე, მიზნობრივ, ეკონომიურ და ეფექტიან ხარჯვას;
- ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.khoni.gov.ge/ განთავსების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციების მომზადებისა და ვებგვერდის ადმინისტრატორისათვის მიწოდების ორგანიზება და კონტროლი;
- შესასრულებლად დაწერილ კორესპოდენციებზე პასუხების მომზადება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ვიზირება;
- მერის მიერ გაცემული ცალკეული დავალების/დავალებების შესრულება, რომელიც არ არის გაწერილი სამუშაო აღწერილობით და არ ეწინააღმდეგება კანონს;
- ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დაცვა;
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
სამართლის, ეკონომიკის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
- საქართველოსკანონი„ზოგადია დმინისტრაციული კოდექსი“
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“
- ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 17 ივნისის N5 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. ხონი თავისუფლების მოედანი N6
საკონტაქტო ტელეფონები:
595369636
საკონტაქტო პირი:
ამირან კინწურაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიული, აუდიტის ან საქმისწარმოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წელი, მათ შორის ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
- სტრატეგიულად და კომპლექსურად აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების და სახვის უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; პროექტების მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა დამოტივირების უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
