შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მეორე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილების უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას, უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან და დროულ შესრულებას.
- ხელმძღვანელობს მონიტორინგის პროცესში შეგროვებული მონაცემების სისტემატიზაციას, ანალიტიკურ დამუშავებას, ანგარიშების მომზადებას და დროულ წარდგენას სამსახურის უფროსისათვის.
- ხელმძღვანელობს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, იკვლევს შეუსრულებლობის ან არასრულყოფილი შესრულების შემთხვევებს.
- უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიტიკურ დამუშავებას.
- კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის მიერ დაფუძვნებული ორგანიზაციებიდან აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტების, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას.
- განიხილავს შესრულების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებს, მათი ადეკვატურობის შეფასებას, აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციებს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაზე.
- ახორციელებს მერიის პროცესების, ფინანსური კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შემოწმებას.
- განყოფილების უფროსი იღებს მონაწილეობას ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებთან.
- აკონტროლებს შიდა აუდიტორული დოკუმენტაციის წარმოებას, სისტემატიზაციას, უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას და ხელმისაწვდომობას.
- განსაზღვრავს და დამოუკიდებლად აფასებს მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძვნებული ორგანიზაციების რისკებს, კონტროლის მექანიზმებსა და მმართველობის პროცესებს.
- აფასებს მაღალი რისკის სფეროებს, ატარებს დამატებით შემოწმებებს და იღებს გადაწყვეტილებებს პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ.
- ახორციელებს შიდა აუდიტის სამოქმედო სტრატეგიას და უზრუნველყოფს სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობას.
- შიდა აუდიტორული მონაცემების, სტატისტიკას და ანალიტიკის მენეჯერული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად და ორგანიზაციული განვითარების პროცესში გამოყენების უზრუნველყოფა.
- საჯარო მოხელეების დავალებების განაწილება პროფესიული კომპეტენციისა და რანგის მიხედვით.
- პროგრამებისა და პროექტების შესრულების მონიტორინგი, რისკების შეფასება, საჭირო რეკომენდაციების მომზადება და პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
- განყოფილების სამართლებრივი დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- განყოფილების უფროსების და სხვა ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა, განყოფილების პოზიციების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, კომუნიკაციის სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესრიგის დაცვა. (საჭიროების შემთხვევაში)
- მონიტორინგი და კონტროლი განყოფილების საჯარო მოხელეებზე, სამუშაო პროცესების ხარისხისა და ვადების შესრულების თვალსაზრისით.
- სტატისტიკური მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და დოკუმენტირება ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის მომზადება და გადაცემა განყოფილების და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლატფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება.
- განყოფილების სამუშაო პროცესის დარეგულირება, პრიორიტეტების დადგენა, დავალებების განაწილება.
- პროცესების და შემოწმებების შედეგების იდენტიფიკაცია, მათ შორის შესაძლო სამართლებრივი დარღვევების ან კორუფციის ნიშნების გამოვლენით.
- განყოფილების მიერ მომზადებული საბუთების სიზუსტის, კანონიერების და შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- განყოფილების შიდა კომუნიკაციისა და გარე ურთიერთობების ეფექტური და სამართლებრივად გამართული მართვის უზრუნველყოფა.
- განყოფილების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და სამსახურის უფროსისთან წარდგენა.
- განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე მეთვალყურეობა და დავალებების შეუსრულებლობის ან დარღვევების შემთხვევაში დროული რეაგირება.
- განყოფილების საჯარო მოხელეთა კოორდინაცია, შეფასება და სამუშაო პროცესში მეთოდური მხარდაჭერის გაწევა.
- პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საბუთების აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცედურების მხარდაჭერა.
- მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება.
- სამსახურის უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლების შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავს ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი)გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
