შიდა აუდიტის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 400 ₾
- ქალაქი
- ოზურგეთი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
12.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ოზურგეთი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- დამოუკიდებლად გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებებს, მოქმედი კანონმდებლობის, შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- მონაწილეობს რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული, წლიური და ინდივიდუალური გეგმების შემუშავებაში, ამზადებს ანალიტიკურ დასკვნებსა და წინადადებებს აუდიტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;
- უზრუნველყოფს აუდიტორული შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, შეფასებასა და სათანადო დოკუმენტირებას;
- ახორციელებს სისტემურ, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსურ და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს, ამზადებს სამუშაო დოკუმენტაციას, აუდიტორულ ანგარიშებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
- აფასებს მუნიციპალიტეტში რისკების მართვის, ფინანსური მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიანობას, ეკონომიურობას, ადეკვატურობასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას;
- ახორციელებს აუდიტორული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასებას, მონიტორინგს, შედეგების ანალიზს და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს მმართველობითი პროცესების, შიდა კონტროლის, რისკების მართვისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების გაუმჯობესების მიზნით;
- მონაწილეობს შიდა აუდიტის საქმიანობის მეთოდოლოგიური დოკუმენტების, სამუშაო ინსტრუქციებისა და შიდა პროცედურების შემუშავებაში;
- საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს კონკრეტული აუდიტორული დავალებების შესრულებას და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს სამსახურის სხვა სპეციალისტებს;
- ამზადებს სტატისტიკურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მასალებს სამსახურის საქმიანობის შედეგების შესახებ;
- დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის უფროსს ისეთი გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიცავს კანონდარღვევის, ფინანსური დარღვევის, ინტერესთა კონფლიქტის, კორუფციული რისკის ან დანაშაულის ნიშნებს;
- იცავს შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებს;
- სამსახურის უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლების შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ოზურგეთი, კოსტავს ქ. N1
საკონტაქტო ტელეფონები:
551 26 26 73; 595 96 96 21
საკონტაქტო პირი:
ხათუნა სურგულაძე; რუსუდან გიორგაძე
დამატებითი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში შიდა აუდიტის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
ბ) ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
გ) კომპლექსური აზროვნების უნარი;
დ) სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ე) ცვლილებების ინიციირებისა და მართვის უნარი;
ვ) თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
თ) პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
ი)გუნდის განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (vacancy.hr.gov.ge) - ,,ჩემი რეზიუმეში“- კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
ა)„განათლების“ ბლოკში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი დასკანერებული;
ბ)„სამოტივაციო წერილის“ ბლოკში - სამოტივაციო წერილი;
გ)„რეკომენდატორების“ ბლოკში - ერთი რეკომენდაცია მაინც სამუშაო ადგილიდან (მიმდინარე ან წინა) რეკომენდატორის მიერ ხელმოწერით დადასტურებული;
დ) "სამუშაო გამოცდილების " ბლოკში სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ი;
- საკონკურსო განაცხადი (შემდეგში კონკურსი) გამოქვეყნდეს ოქმის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
- კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატის მიერ განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსის გამოცხადების დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
- კანდიდატის შეფასება განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა)განცხადებების გადარჩევა (რომლის მიხედვითაც კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას გააგრძელებენ და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც განცხადებ(ებ)ის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ)გასაუბრება.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოსაცხადებელი შიდა და ღია კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განცხადებების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პირმა, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
- კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 კალენდარული დღით ადრე, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით, კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
- გასაუბრებაზე კანდიდატები კომისიის წევრების მხრიდან ფასდებიან დამოუკიდებლად;
- გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
- კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
