შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ზრუნავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაში.
კატეგორია:
შიდა აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
24.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
2
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება;
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება, კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
ბიზნესის ადმინისტრირება ან სამართალი ან სოციალური მეცნიერებები ან ეკონომიკა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის N593 დადგენილება;
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილება;
- ,,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, დ.უზნაძის ქ N52
საკონტაქტო ტელეფონები:
2 200 220
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა;
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ან არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
სტაჟირების მსურველმა პირმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს:
- განათლების/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი;
- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ამასთან, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის თაობაზე.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
მნიშვნელოვანია, რომ იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად, ჩაითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
