შიდა აუდიტის დეპარტამენტის მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
შიდა აუდიტის დეპარტამენტის მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია:
აუდიტი
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების პროექტების მომზადების მიზნით თავდაცვის სამინისტროს სისტემის მასშტაბით რისკების შეფასებასა და ანალიზში, შედეგების დოკუმენტირებასა და გეგმების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა.
- ფინანსური, ეფექტიანობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, შესაბამისობისა და სისტემური შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში მონაწილეობა და აუდიტის ჯგუფის მხარდაჭერა შიდა აუდიტის სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად.
- შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმების შესრულების სტატუსების დადასტურებაში მონაწილეობა, დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
- საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში მონაწილეობა.
- კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება, შესაბამისი პირის მიერ ვიზირებისთვის.
- მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და აუდიტის პროცედურების/ინსტრუქციების შესაბამისად, შექმნილი დოკუმენტების ორგანიზება და სისტემატიზაცია, დეპარტამენტის საქმის მასალებისა და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტების ელქტრონულად აღრიცხვა.
- ტრენინგების, საერთაშორისო თანამშრომლობის ღონისძიებების და მსგავსი აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზებაში მონაწილეობა და დეპარტამენტის სახელით შეხვედრებზე დასწრება.
- შიდა აუდიტის შიდა ინსტრუქციების შემუშავებისა და დახვეწის მიზნით, არსებობის შემთხვევაში წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.
- შიდა აუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, განგრძობითი პროფესიული განვითარება და შიდა აუდიტის თანამშრომლებისათვის მიღებული ცოდნის, გამოცდილებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება.
- შიდა აუდიტის მარკეტინგი - შიდა აუდიტის, როგორც დამატებითი ღირებულების შემქმნელი რგოლის, ასევე, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება და დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
- მატერიალური და ტექნიკური, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რესურსების მართვა, წლიური მოთხოვნის ფორმირება და მხარდაჭერა.
- კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი დავალებების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;
ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. 20
საკონტაქტო ტელეფონები:
2950780
საკონტაქტო პირი:
ნინო ვაშალომიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება: აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის, სამართლის, ორგანიზაციის პოლიტიკის შემუშავების ან საქმისწარმოების სფეროში – 1 წელი. სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
- სასურველია შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს (International Professional Practices Framework) და საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა – B1 დონე.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი (კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასულმა კანდიდატმა გასაუბრების დღეს უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარება/ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი);
ბ) შრომის წიგნაკი ან შრომითი ურთიერთობების დამადასტურებელი ცნობა ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით (უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად გამოწმებული).
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი (რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობები);
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე), თუ რატომ დაინტერესდა კონკრეტული ვაკანსიით/ორგანიზაციით;
- გასაუბრებაზე დაიშვება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების/ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
