შევსების მენეჯერი
- ქალაქი
- გურჯაანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო მიმართულებით)
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შევსების მენეჯერის პოზიციაზე, გურჯაანში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ფუნქცია- მოვალეობები:
- პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება;
- ახალი პროდუქციის მოძიება/დამუშავება ადგილობრივ ბაზარზე;
- მოსალოდნელი დეფიციტების განსაზღვრა და ალტერნატიული პოზიციების მოძიება;
- უმოძრაო ნაშთების კონტროლი ყოველთვიურად. ორი თვის ჭრილში ანალიზის გაკეთება;
- არააქტიური ნომენკლატურების უკან დაბრუნება მომწოდებლებთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/უმაღლესი;
- აუცილებელია მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამშენებლო მიმართულებით);
- სასურველია 1C პროგრამის და საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

