შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ჰიბრიდული/შერეული
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვებისა და მომარაგების მენეჯერი
სარესტორნო ქსელისთვის ვეძებთ შესყიდვების სფეროში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც დაგეგმავს მომარაგებას, მართავს მომწოდებლებთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტეს FINA-ს პროგრამაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- შიდა მოთხოვნებისა და მარაგების მონაცემების შეჯერება, შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების დაგეგმვა.
- ბაზარზე ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და შესყიდვის პირობებზე მოლაპარაკება.
- შეთანხმებული ფასების გადამოწმება, ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში პირობების ხელახლა შეთანხმება.
- შეკვეთების შესრულების კოორდინაცია და მომწოდებლებთან წარმოქმნილი საკითხების დროული მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეხვედრით.
- მარაგების რეგულარული გადამოწმება და შევსების დაგეგმვა ისე, რომ მომარაგება შეფერხების გარეშე განხორციელდეს.
- საქონლის მიღების, გადაადგილებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა; შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავება, ქსელის მენეჯერებთან ყოველდღიურ კოორდინაციაში.
- სასაქონლო ცნობარის, ახალი პოზიციებისა და კალკულაციების განახლება; მონაცემების სისწორის კონტროლი სააღრიცხვო და გაყიდვების სისტემებში.
კანდიდატის გამოცდილება და უნარები
- შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლის გამოცდილება HORECA სექტორში.
- FINA სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობისა და ელექტრონული სასაქონლო დოკუმენტაციის მართვის პრაქტიკული ცოდნა.
- მომწოდებლებთან მოლაპარაკების გამოცდილება და საქმიანი კონტაქტები.
- დეტალებზე ყურადღება, პასუხისმგებლობა და სამუშაოს დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრისა და ვადების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები
- დასაქმება: სრული განაკვეთი
- სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
- ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: restaurants.georgia@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
