შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შესყიდვების სამსახურის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
შპს - სპორტმშენსერვისი
ორგანიზაციის შესახებ:
შპს „სპორტმშენსერვისი“ არის 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც სპორტის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. კომპანიის ძირითადი საქმიანობა სპორტული ობიექტებისა და კომპლექსების მართვა, ფართების იჯარით გაცემა, ასევე სპორტული მოედნებისა და დარბაზების პროექტირება და მშენებლობაა. კომპანია ფლობს მნიშვნელოვან სპორტულ ობიექტებს საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქ.თბილისში ოლიმპიურ სასახლეს, თბილისი არენასა და ოლიმპიურ აუზს.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
19.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
. ამზადებს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას, გეგმაში ცვლილებების პროექტებსა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს;
. ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის კლასიფიკაციის (CPV) კოდს, ატარებს ბაზრის კვლევას, ადგენს სავარაუდო ღირებულებას და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
- განსახორციელებელი შესყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმებების მომზადება;
- საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტაციისა და მასალის გამოთხოვა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;
- სატენდერო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- სამსახურის მიერ ელექტრონული ტენდერის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებული ყველა დოკუმენტაციის განხილვა, ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, გადახდების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
- კონკურსის პროცედურების უზრუნველყოფა, საკონკურსო დოკუმენტაციის, განცხადების, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- შესყიდვის მონაწილე მხარეებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო განცხადების, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების პროექტების, პროცედურასთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და სხვა მასალების მომზადება/გაგზავნა/განთავსება;
- გაფორმებული ხელშეკრულებების და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
- საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის − №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს − №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის − №78 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის − №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის − №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილება „ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“
- საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის − №654 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები“.
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ.N15ა
საკონტაქტო ტელეფონები:
591 935835
საკონტაქტო პირი:
თინათინ ზანდუკელი
დამატებითი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, განათლების სფერო:
- ბიზნესის ადმინისტრირება და/ან მენეჯმენტი და/ან საჯარო მმართველობა და/ან ეკონომიკა და/ან ფინანსები და/ან სამართალმცოდნეობა და/ან ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი.
- სავალდებულო კომპიუტერული პროგრამის ცოდნა: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა Procurement.gov.ge.
- საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი - სახელმწიფო შესყიდვების კურსი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით;
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომ(ებ)ი) ასლი;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი - სახელმწიფო შესყიდვების კურსი;
- ინფორმაცია რეკომენდატორ(ებ)ის შესახებ;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.
- კონკურსის შემდეგ ეტაპზე დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით;
- კანდიდატები ფასდებიან 5 ქულიანი სისტემით;
- საბოლოო შეფასება გამოითვლება კანდიდატების მიერ ზეპირი დავალებისა და გასაუბრებისას მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით;
- გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ შეფასებას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა;
აღნიშნულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: smshrservice8@gmail.com
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
