ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
ლოჯისტიკაშესყიდვების მთავარი სამსახურის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:15-17:00
სრული აღწერა
სს "ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
უფლება-მოვალეობები:
- განყოფილებების მიერ მომზადებული შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება;
- ყოველი წლის შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებაში მონაწილეობა;
- მონაწილეობა ტენდერების გამოცხადებასა და მის წარმართვაში; ასევე ხელშეკრულებების, ოქმების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- მაქსიმალური ეკონომიის მიღწევის მიზნით ღონისძიებების გატარება შესყიდვების პროცესში;
- ცენტრის ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან;
- სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, შესყიდვების პროცესის მიმდინარეობისა და შედეგიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- დაწესებულების შინაგანაწესის შესრულება.
პასუხისმგებლობები:
- "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;
- სამსახურის ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
- ნაკისრი ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესყიდვების კანონმდებლობისა და ტიპური ფორმების შევსების ინსტრუქციების სრულყოფილად ცოდნა;
- შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:15-17:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: tbcenter.tbgeo@gmail.com. საგანში მიუთითეთ პოზიცია.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
