შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- მისამართი
- ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ)
- ბენეფიტები
- Fitpass (ფიტპასი) · კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს შესვენების პერიოდში ყველა თანამშრომლის კვებას
სრული აღწერა
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდვების მენეჯერის დავალებების შესრულება და პროცესების კოორდინაცია;
- პოტენციური მომწოდებლების მოძიება და ბაზრის კვლევა;
- ფასების შეთავაზებების მიღება და ერთმანეთთან შედარება;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი,);
- შეკვეთილი საქონლის/მომსახურების მიწოდების ვადების კონტროლი;
- საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება;
- ტრანსპორტირების დაგეგმვა;
- შეკვეთების გაფორმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
პირობები:
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია ხელფასი 1 300 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 1 600 ლარის ოდენობით, შემდგომი ზრდის პერსპექტივით.
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ).
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.
ბენეფიტები:
- Fitpass (ფიტპასი);
- კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს შესვენების პერიოდში ყველა თანამშრომლის კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.jobs.vacancyy@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
