შესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 30 სექბოლო ვადა: 29 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართული დიზაინის სახლის ნივთებსა და აქსესუარებს.
ჩვენი პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებგვერდს: www.bluetabla.ge www.bluetabla.ge — ბმულის გახსნა
სამუშაოს აღწერა:
- მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შერჩევა;
- მომწოდებლებთან ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება;
- ხელშეკრულებების მომზადების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- საწარმოო მასალების, ავეჯის, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა;
- ახალი ფილიალების მოწყობასა და არსებული ფილიალების განახლებასთან დაკავშირებული შესყიდვების ორგანიზება;
- სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული შესყიდვების მართვა და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა;
- შესყიდვების დოკუმენტაციისა და შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
მოთხოვნები:
- შესყიდვების, მომარაგების ან ადმინისტრაციულ-სამეურნეო მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის კარგი ცოდნა;
- Microsoft Excel-ის კარგად ფლობა, მათ შორის: ფილტრები, VLOOKUP/XLOOKUP და ძირითადი ფორმულები;
- მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@bluetabla.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: „შესყიდვების მენეჯერი“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 2-დან 3 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

