შესყიდვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, საბურთალოს ტერიტორია
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს შესყიდვების მენეჯერს დეველოპერული კომპანიისთვის. ვაკანსია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს სამშენებლო ან დეველოპერულ სფეროში შესყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება, შეუძლია სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურებების შესყიდვის ორგანიზება, მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ბიუჯეტისა და მიწოდების ვადების კონტროლი და სამშენებლო პროექტების საჭიროებებთან შესყიდვების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალების, აღჭურვილობის, ინვენტარისა და მომსახურებების შესყიდვების ორგანიზება დამტკიცებული ბიუჯეტისა და პროექტის გრაფიკის შესაბამისად;
- შესყიდვების დაგეგმვა და საჭიროებების განსაზღვრა ობიექტის ხელმძღვანელებთან, პროექტის მენეჯერებთან და ტექნიკურ გუნდთან კოორდინაციით;
- სამშენებლო ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლებისა და კონტრაქტორების მოძიება, კომერციული შეთავაზებების შეფასება და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- შესყიდვების ბიუჯეტის, ხარჯების, შეკვეთებისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
- შესყიდვების ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და თანმხლები დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის უზრუნველყოფა;
- მიწოდების პროცესის კოორდინაცია, მარაგების მონიტორინგი და მასალების დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- მიღებული მასალების რაოდენობის, ხარისხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
- მომწოდებლების საქმიანობის შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მომწოდებლებისა და გადაწყვეტილებების მოძიება;
- ხელმძღვანელობისთვის შესყიდვების, ხარჯების, მიწოდებებისა და გამოვლენილი რისკების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
- კომპანიის შესყიდვების პოლიტიკის, შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი — აუცილებელი;
- სამშენებლო/დეველოპმენტის სფეროში ან სამშენებლო პროექტების მართვის ორგანიზაციაში სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
- შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
- ჩინეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება — მნიშვნელოვანი;
- MS Office პროგრამების ცოდნა — აუცილებელი;
- ქართული ენა — მშობლიური დონე, აუცილებელი;
- ინგლისური ენა — B2 დონე, აუცილებელი;
- რუსული ენა — B2 დონე, სასურველი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: საბურთალოს ტერიტორია;
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

