შესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 5 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე · 09:30 – 18:00
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს “შესყიდვების მენეჯერს” პარტნიორი კომპანიისთვის
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:30 – 18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდვის მოთხოვნების სისტემური მიღება და დამუშავება;
- კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა შესყიდვის საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;
- წლიური და კვარტალური შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და შეთანხმებაში მონაწილეობა, ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციული შემოთავაზებების მოძიება, მიღება და ანალიზი;
- ტენდერის პროცესის ორგანიზება შიდა პროცედურების დაცვით და გამარჯვებული მომწოდებლის გამოვლენა;
- გამარჯვებული კომერციული შემოთავაზების მენეჯმენტთან ელექტრონული შეთანხმების უზრუნველყოფა;
- მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება და შესყიდვის პროცესის ყველა ეტაპზე კომუნიკაციის მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
- საკონტრაქტო პირობების სიზუსტისა და წინასწარ შეთანხმებულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
- ხელშეკრულების ელექტრონული ვერსიის მიწოდება მომწოდებლისთვის, დადასტურებისა და ხელმოწერის მიღების მიზნით;
- ლოჯისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა ტვირთის დროული და შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად;
- მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
- შესყიდვების გეგმის შესაბამისობის კონტროლი მარაგების მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებაში;
- მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში რეაგირება და შესაბამისი შიდა სტრუქტურების ინფორმირება.
- შესყიდვების სრული ციკლის (end-to-end) მართვა - მოთხოვნიდან მიწოდებამდე;
- არსებული მომწოდებლების პირობების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
- მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და მართვა.
- ბაზრის კვლევა და ფასთა ანალიზი;
- ფინანსური და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების ინიციირება;
- მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეფექტურ პროდუქტებთან ან დოკუმენტაციის ხარვეზებთან დაკავშირებით;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სიზუსტისა და სრულყოფის უზრუნველყოფა;
- შიდა პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოჯისტიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო შესყიდვების სფეროში;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- წარმოების ან ინდუსტრიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საერთაშორისო ვაჭრობისა და შესყიდვების პირობების ცოდნა.
პროფესიული და პიროვნული უნარები:
- მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ERP სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 1C-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- დროისა და დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სტრუქტურული აზროვნება;
- პროაქტიული მიდგომა და პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შესყიდვების მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

