შესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 3 ნოებოლო ვადა: 2 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30 -18:30
- ბენეფიტები
- კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი
სრული აღწერა
საერთაშორისო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
- შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა;
- მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
- ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი;
- ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
- ტენდერების ჩატარება;
- კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება;
- ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
- დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების მენეჯერი“.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ეკონომიკა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
