ჩირინაშესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge www.chirina.ge) — ბმულის გახსნა ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და შეკვეთების დაგეგმვა;
- პროდუქციის ფასების, წარმოებისა და მიწოდების პირობების ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
- ახალი მომწოდებლების მოძიება და შეფასება ხარისხის, ფასისა და სანდოობის კრიტერიუმებით;
- საბუთების მომზადება და კონტროლი (ინვოისები, შეფუთვის ფურცლები, სერტიფიკატები და სხვა);
- ტრანსპორტირებისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
- შიდა განყოფილებებთან (ბუღალტერია, საწყობი) ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების /ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესყიდვების სფეროში
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მოწესრიგებულობა
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე a.maisuradze@chirina.ge 24 ოქტომბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
