შესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 24 სექბოლო ვადა: 24 ოქტ
სრული აღწერა
"Decoline" - სამშენებლო და სარემონტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
მის: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის N7
ძირითადი ფუნქცია: სარემონტო და სამშენებლო პროექტებისთვის საჭირო მასალების, ხელსაწყოების და ინვენტარის დროულად და ხარისხიანად შესაძენად/მიწოდება.
მთავარი მოვალეობები:
- მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების მიღება.
- ფასების შედარება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება მენეჯერისთვის.
- შეკვეთების განთავსება დამტკიცებული მომწოდებლებთან.
- მასალების მიღება-ჩაბარების პროცესის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
- მიღებული საქონლის შესაბამისობის შემოწმება შეკვეთასთან და ინვოისებთან.
- საწყობთან და პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია საჭირო მასალების რაოდენობისა და გადაცემის შესახებ.
- მენეჯერისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
- ტრანსპორტირების, მიწოდების ვადების და დეფიციტური მასალების მონიტორინგი.
- სხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებები შესყიდვების განყოფილების ფარგლებში.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
- გამოცდილება ან სტაჟირება შესყიდვებში, ლოჯისტიკაში ან სამშენებლო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Excel-ისა და საბუთებთან მუშაობის კარგი ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების საბაზისო უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@decoline.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
