კომპანია
ლოჯისტიკაშესყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ბენეფიტები
- კონკურენტულ ანაზღაურებას · მეგობრულ გარემოს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
საკვები & სასმელი ინგრედიენტების იმპორტიორი კომპანია და საწარმო ეძებს შესყიდვების (იმპორტის) მენეჯერს:
ძირითადი მოვალეობები:
- შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტებიდან შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
- ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობა;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
- მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
- შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
- მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- შესყიდვის ხელშეკრულებების ფორმირება;
- მარაგების მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
- დოკუმენტაციის სწორად წარმოება და არქივაცია;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი სფერო)
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციისთვის)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word)
- მოლაპარაკებების უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი და ყურადღება დეტალებისადმი
სამუშაო პირობები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი, თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კორპორატიულ ნომერს
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: a.gabedava@innoterra.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
