შესყიდვების მართვისა და კოორდინაციის დეპარამენტის შესყიდვების და მონიტორინგის სამსახურის კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 3 172 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
შესყიდვების მართვისა და კოორდინაციის დეპარამენტის შესყიდვების და მონიტორინგის სამსახურის კოორდინატორი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ორგანიზაციის შესახებ:
კომპანიის სამართლებრივი ფორმაა- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3172 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- შესყიდვების პროცესების ორგანიზება და სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
- შესყიდვის ობიექტის CPV კლასიფიკატორი კოდის მოძიება;
- შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, მათ შორის, მომწოდებლებთან, კოლეგებთან თუ სხვა საჭირო პირებთან უშუალო კომუნიკაცია;
- სატენდერო/საკონკურსო და ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა. კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმების, ინტერესთა კონფლიქტების, ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის მომზადება, სათანადო პირებთან შეთანხმება;
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- შესყიდვის საშუალება, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმებას, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში მიმართვის წარდგენა თანხმობის მიღების მიზნით;
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პროექტის მომზადება სხვადასხვა შესყიდვის საშუალების შესაბამისად; მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების ფარგლებში შესაბამისი შესყიდვის პროცედურების განხორციელება;
- შესყიდვის ხელშეკრულების ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა;
- შესყიდვის ხელშეკრულებების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში კორესპოდენციის მართვა;
- უფლებამოსილების ფარგლებში, კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
- შესყიდვის ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
- შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების, დამატებითი შეთანხმებების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- შესყიდვის ხელშეკრულებების შესრულების ვადების კონტროლი;
- მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით, ბუღალტერიისთვის მიღება-ჩაბარების აქტების მიწოდების ორგანიზება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ანგარიშსწორების განხორციელების მონიტორინგი;
- მომწოდებლისგან დანიშნულების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზება, მიწოდების პროცესის კონტროლი და საწყობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის საშულებით, შესაბამისი ანგარიშგების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით
საკონკურსო კომისიის მისამართი:
საქართველო, თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტების დასახლება, ჭანკოტაძის ხეივანი N21
საკონტაქტო ტელეფონები:
511146110
დამატებითი მოთხოვნები:
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
განაცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი.
კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომპანიის საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
