შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტ
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 12 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის 76;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების მოძიება;
- მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
- შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
- არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის სისტემატიური შემოწმება, ხარვეზების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა;
- თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ პროფესიული განათლება;
- მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
- ინგლისური ენა - A2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სისტემური აზროვნების უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- სტრესის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ცვლილებების მიმღებლობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ოქტომბერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
