სასტუმრო ტელეგრაფიშესყიდვების აგენტი
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
სრული აღწერა
შესყიდვების აგენტი მართავს შესყიდვების პროცესის სრულ ციკლს, დაწყებული საჭიროებების განსაზღვრიდან, მომწოდებლების შერჩევითა და პირობების შეთანხმებით, დასრულებული პროდუქციის დროულ და ბიუჯეტთან შესაბამის მიწოდებით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიის განვითარებას მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურებების უზრუნველყოფით, კონტრაქტების პირობების დაცვით, დოკუმენტაციის სიზუსტით და პროცედურების შესაბამისობით.
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა მოთხოვნების მიღება და დაზუსტება (სპეციფიკაციები, რაოდენობები, ვადები), მათი პრიორიტეტიზაცია.
- მომწოდებლების ძიება და წინასწარი მინიჭება; ფასთა ანალიზი და შეთავაზებების მართვა (RFQ/RFP).
- ფასებისა და კომერციული პირობების შეთანხმება (ვადები, მიწოდების პირობები, გადახდის პირობები, გარანტიები).
- კონტრაქტებისა და შესაბამისობის მართვა თანამშრომლობით.
- შეკვეთების გაფორმება ERP სისტემაში, სტატუსების მონიტორინგი და დროული მიწოდების უზრუნველყოფა.
- ლოჯისტიკასთან, საწყობთან და ფინანსებთან კოორდინირება.
- დანაკლისების, დეფექტებისა და სერვის დონეს დაკავშირებული საკითხების მართვა.
- ხარჯთა ანალიზი და დანაზოგების რეპორტინგი.
- მომწოდებლების მონაცემების და ფასების განახლება/არქივირება.
- ბაზრის ტრენდების შესწავლა და ახალი სორუსების ცნობიერება.
- შესყიდვების პროცესების გაუმჯობესება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- 1 წლიანი გამოცდილება B2B შესყიდვებსა ან სორსინგში.
- შესყიდვების პროცესის ცოდნა (P2P/S2P, RFQ/RFP).
- ძლიერი მოლაპარაკების უნარები და კომერციული ტერმინების გაგება.
- ანალიტიკური უნარები, Excel-ის გამოყენების გამოცდილება (Pivot, VLOOKUP/INDEX-MATCH).
- ERP სისტემებში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად (მაგ : MC (Materials control).
- დეტალებზე ორიენტაცია და დროის ეფექტური მართვა.
- გამართული კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სასტუმრო "ტელეგრაფი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შესყიდვების აგენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
