შესახვევის ექთანი
- მისამართი
- თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
სრული აღწერა
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს შესახვევის ექთნის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
· პოსტოპერაციული პაციენტების ჭრილობის დამუშავება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვით;
· ჭრილობის მდგომარეობის შეფასება და საეჭვო ცვლილებების შესახებ ექიმის დროული ინფორმირება;
· ჩატარებული პროცედურის ელექტრონულად დოკუმენტირება
· სამედიცინო მასალებისა და სახვევი საშუალებების მარაგის კონტროლი და სამუშაო სივრცის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
· საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
· ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
· კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
დამატებითი სარგებელი:
- Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება;
- FitPass;
- სახელფასო დანამატი;
- ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
- წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
- სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ რეზიუმე
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შესახვევის ექთანი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მედიცინა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

