შერჩევის უმცროსი სპეციალისტი
სრული აღწერა
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება - სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: შერჩევის უმცროსი სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა:
- კანდიდატების შერჩევის ციკლში მონაწილეობის მიღება, ვაკანსიის მოთხოვნის მიღებიდან დასაქმებამდე;
- კანდიდატებთან და შესაბამის მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის ყველა ეტაპზე;
- პოტენციური კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა პლატფორმისა და არხის საშუალებით;
- შერჩევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა;
- დასაქმების ფორუმებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
- დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- კომუნიკაბელური;
- სწრაფად ათვისებისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით - "შერჩევის უმცროსი სპეციალისტი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30/10/2026.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ იხილეთ www.procreditbank.ge www.procreditbank.ge) — ბმულის გახსნა.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
