შემხვედრი კონსულტანტი
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · · ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს · · სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
06-11-2026 - 20-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას შემხვედრი კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში;
ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს შემხვედრი კონსულტანტის პოზიციაზე!
ძირითადი მოვალეობები:
· ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
- საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
- სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლების გაცნობა და პრომოცია;
- რიგის მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
- დარბაზში არსებული წყლის დისპენსერის კონტროლი, საჭირო მარაგის შევსება;
- ფილიალის მენეჯერისგან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· კარგი კომუნიკაციის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს;
· სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
მცოცავი გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-14:30სთ-მდე, ან 14:30 - 19:30სთ-მდე, და შაბათს ან კვირას 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ აპლიკაცია ან ატვირთეთ რეზიუმე (CV)
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას შემხვედრი კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

