შემავსებელ-მერჩენდაიზერი
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას · მეგობრულ სამუშაო გარემოს · მზარდ საბონუსე სისტემას
სრული აღწერა
"ბიბლუსი ჯგუფი"-ს შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას შემავსებელ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში (გრანდმოლი).
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ობიექტზე შემოსული პროდუქციით დარბაზის თაროების შევსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
- თაროებზე პროდუქციის მარაგების მუდმივი კონტროლი;
- მომხმარებელთან ურთიერთობა;
- თაროებზე პროდუქციის ფასებისა და ვადების კონტროლი;
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდმოლი, ხიმშიაშვილის 9
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შემავსებელ-მერჩენდაიზერი ბათუმში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
