შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო გრაფიკი
- (სრული განაკვეთი) 5 სამუშაო დღე · 08:00-17:00 · 11:00-20:00 · 14:00-23:00
სრული აღწერა
"Wolt Market" უკვე ბათუმშია!
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით! მისამართი - მამია კომახიძის ქუჩა, 88. ბათუმი.
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.
სამუშაო საათები (სრული განაკვეთი) 5 სამუშაო დღე
- 08:00-17:00
- 11:00-20:00
- 14:00-23:00
- 17:00-02:00
- 23:00-08:00
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
- შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
- პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება, დახლებზე განთავსება და მუდმივი განახლება
- პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
- მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
- მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება
ჩვენი მოლოდინები:
- შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს, ღამის ან უქმეების პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა,
სრული განაკვეთის შემთხვევაში)
- ხართ შრომისმოყვარე, სერვისზე ორიენტირებული და მოგწონთ სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში მუშაობა
- ერკვევით ტექნოლოგიებში და არ გიჭირთ მათი ათვისება
- სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
- გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება
რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:
- სამედიცინო დაზღვევა
- 24 სამუშაო საშვებულებო დღე
- Wolt-ის კრედიტების ქეშბექი
- სპორტული შეთავაზებები
- ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
- განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი, შეავსეთ და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა თქვენს რეზიუმესთან ერთად!
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
