შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 7 ოქტბოლო ვადა: 7 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში) · 08:00-17:00 · 11:00-20:00 · 14:00-23:00
სრული აღწერა
შემოგვიერთდი "Wolt Market"-ის გუნდში!
გიყვარს გუნდური მუშაობა? ეძებ სამსახურს, რომელიც სწრაფად განვითარებად სფეროში რეალურ ცვლილებებს ქმნის?
თუ ასეა, დროა შემოგვიერთდე Wolt Market-ში!
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე, ხოლო შენი გრაფიკი იქნება მოქნილი — დილის, საღამოს ან ღამის ცვლებით. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც დინამიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო იზიდავს!
სამუშაო გრაფიკი (სრული განაკვეთი — 5 დღე კვირაში)
- 08:00-17:00
- 11:00-20:00
- 14:00-23:00
- 17:00-02:00
- 23:00-08:00
Wolt Market-ის ფილიალები:
- სულხან ცინცაძის ქუჩა N37 (საბურთალო)
- მარიჯანის ქუჩა N4 (საბურთალო)
- სტეფანე ჭრელიშვილის ქუჩა N1 (ისანი)
- მირიან მეფის ქუჩა N3 (დიდი დიღომი)
- ქერჩის ქუჩა 30 (გლდანი)
- ბარათაშვილის ქუჩა (რიყე)
რას გააკეთებთ ყოველდღიურად
- შეკვეთების კონტროლი და მონიტორინგი Wolt Market-ის აპლიკაციაში
- შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად შეგროვება მომხმარებლებისა და კურიერებისთვის
- პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან და სწორი განთავსება
- პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
- მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობა
- მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხართ, თუ:
- ხართ პროაქტიული, ყურადღებიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული
- მუშაობთ ენერგიულად, ხართ პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე
- ტექნოლოგიები არ გაშინებთ — პირიქით, გიმარტივებთ მუშაობას
- შეგიძლიათ დილის, საღამოს ან/და ღამის ცვლებში მუშაობა (მცოცავი გრაფიკი, მაქსიმუმ 40 სთ/კვირაში)
- სავაჭრო სფეროში გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არ არის სავალდებულო
- თავისუფლად ფლობთ ქართულ ენას; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება
თანამშრომლობის შემთხვევაში ისარგებლებთ:
- სამედიცინო დაზღვევით
- ანაზღაურებადი შვებულებით — წელიწადში 24 დღე
- Wolt კრედიტების ქეშბექით
- სპორტული შეთავაზებებით
- კორპორატიული წვეულებებით
- განვითარებისა და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობით
Beware of recruitment scams: DoorDash, Deliveroo, and Wolt will never ask you to pay money or share sensitive financial information during hiring — learn more about our legitimate recruiting process at Recruitment Scam Awareness - DoorDash Recruitment Scam Awareness - DoorDash
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
