შეკვეთების დამუშავების ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 200–1 500 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი
სრული აღწერა
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების დამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შეკვეთების ფორმირება/გამზადება პროგრამაში გასაწერად.
- პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი და მარაგებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი.
- პარტნიორებთან შეთანხმებული სააქციო პროდუქტებისა და პერიოდების მონიტორინგი.
- მიწოდების სამსახურთან პროცესების შეთანხმება.
- შეკვეთების, რეალიზაციისა და მარაგების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
- საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
- საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და საჭირო ანგარიშგებების მომზადება.
- კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა.
- 1C პროგრამაში ყოველდღიური ოპერაციული სამუშაოების შესრულება და მონაცემების დამუშავება.
- საქმიანობის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები: სასურველია MS EXCEL-ის კარგად ცოდნა.
თანამშრომლის ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება;
- თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე;
- პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები;
- კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა;
- თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595 089796.
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
