შეკვეთების დამუშავების ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 700 ₾
სრული აღწერა
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდით ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შეკვეთების დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება
- დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე
- ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგების პოლიტიკის, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით
- საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა
- სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნისამებრ
- სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა
კანდიდატის პროფილი:
- არასრული უმაღლესი ან სრული პროფესიული განათლება
- სასურველია გამოცდილება მონაცემების დამუშავების ან პროგრამებში მუშაობის მიმართულებით
- MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C
- ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენა B1+;
- კომუნიკაციის უნარი;
- ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ?
- ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა და განვითარება
- კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
- ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება, 1700₾
- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე
- კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები
- სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ კვირაში (8 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები)
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
- კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
