შეფ-კონდიტერი
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ქალაქი
- ბათუმი
- ბენეფიტები
- 5/2 — 8-საათიან სამუშაო გრაფიკს · ცვლიანობიდან გამომდინარე, უფასო ტრანსპორტირებას · განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს
სრული აღწერა
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია — ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები:
- დესერტების, ნამცხვრების, ტორტებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მომზადება და სერვირება;
- საკონდიტრო მენიუსა და რეცეპტურების შემუშავება და განახლება;
- პროდუქციის ხარისხისა და პრეზენტაციის სტანდარტების უზრუნველყოფა;
- ნედლეულის მარაგების, ხარჯებისა და დანაკარგების კონტროლი;
- რეცეპტების დაცვა და კონტროლი;
- სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
- საკონდიტრო გუნდის მართვა, გადამზადება და განვითარება;
- ყოველდღიური წარმოების პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
- საკონდიტრო და საცხობი წარმოების სიღრმისეული ცოდნა.
უნარები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოქნილობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- 5/2 — 8-საათიან სამუშაო გრაფიკს;
- ცვლიანობიდან გამომდინარე, უფასო ტრანსპორტირებას;
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისებებსა და ჯილდოებს;
- GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- ექსკლუზიურ ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- 50%-იან ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სასურველია შეფ-კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
