Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი
- ანაზღაურება
- 1 200+ ₾
- მისამართი
- თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი”
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
საქართველოში Shark Ninja-ს მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
- გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
- ახალი მოდელების შესწავლა;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი”
დასაქმების ტიპი: კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: " Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი".
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1200 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

