სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება ბოლნისის სერვისცენტრში
- ქალაქი
- ბოლნისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle)
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: სესხის ოფიცრის ანაზღაურებადი სტაჟირება
სამუშაო ადგილი: ბოლნისი
კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა:
პროცესის ხანგრძლივობა: 8-12 კვირა.
თეორიული ტრენინგი-1 თვე (კრედო უზრუნველყოფს კამპსუში განთავსების და კვების ხარჯებს)
პრაქტიკული სწავლება ფილიალში - მინიმუმ 1 თვე.
პრაქტიკული სწავლება მოიცავს სესხის ოფიცრის ფუნქციების სრულ ციკლს:
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა, პორტფელის ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- სესხის სრული ციკლის მართვა: კონსულტაციის გაწევა, მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტი, ფინანსური ანალიზი, შეფასება, საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა, გაცემა;
- სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
- არასაკრედიტო პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვები;
სავალდებულო გამოცდები.
პროგრამა ანაზღაურებადია.
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაოაბ განაგრძოს სესხის ოფიცრის პოზიციაზე.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel);
- ქართულ ენაზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის
- გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 23 ნოემბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
კატეგორია: საბანკო სფერო / საკრედიტო ოფიცერი
გამოცდილება: საშუალო (middle)
ენები: ქართული (თავისუფლად)
განათლება: ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
